logo
ENG


ზელენსკი: უკრაინისთვის საჭირო შედეგები გვაქვს ბახმუტთან, ვამაყობ თითოეული მეომრით
  • 485ნახვები

ხელშესახები და უკრაინისთვის ძალიან საჭირო შედეგები გვაქვს ბახმუტის მიმართულებით. ჩვენმა ჯარისკაცებმა ანდრიივკა გაათავისუფლეს. მადლობას ვუხდი მესამე მოიერიშე ბრიგადას და მეთაურ სირსკის. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მოქმედებას კლიშივკასა და კურდიუმივკას მიმართულებით. ძალიან ძლიერად ოპერირებს 36-ე საზღვაო ბრიგადა ოპიტნესა და ვოდიანეს მიმართულებით. ნოვოპროკოპოვკია კარგი ნამუშევარია! ვამაყობ თითოეული მეომრით, რომელიც გამარჯვებასთან გვაახლოებს.

აქვე გეტყვით, რომ შევხვდი კარიმ ხანს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს. განვიხილეთ სამართლებრივი მიდგომები იმ ხალხისთვის, ვინც რუსეთის კრიმინალური ომის გამო იტანჯება. პასუხი უნდა იყოს მკაფიო და სამართლიანი. მსოფლიოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ კანონმა აჯობოს აგრესიას და ყაჩაღურ ძალებს.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა