logo
ENG


პაპუაშვილი დიპლომატებზე: გვირჩევენ შევეგუოთ, ვუსურვებ მათთან კონსტიტუცია ყოველდღე ირღვეოდეს
  • 670ნახვები

მოვისმინეთ ზოგიერთი ევროპელი დიპლომატის მეგობრული რჩევა, რომ შეიძლება, იმპიჩმენტის პროცესი ხელს უწყობდეს პოლარიზაციას. პოლარიზაციას თუკი რამე ხელს უწყობს, ეს არის არა კანონის აღდგენა, არამედ - დარღვევა, არა კონსტიტუციის დაცვა, არამედ კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა. ეს არის სწორედ ევროპული ფასეულობა. ვთქვი კიდეც, რომ იმ ხალხს, მათ შორის ზოგიერთ უცხოელ დიპლომატს და პოლიტიკოსს, რომელიც გვირჩევს, რომ შევეგუოთ კონსტიტუციის დარღვევას, ვუსურვებდი, რომ მათ ქვეყანაში ყოველდღე ირღვეოდეს კონსტიტუცია და მერე ვნახავდი, როგორ განწყობაზე იქნებოდნენ. ამიტომ, ერთადერთი, რაც შეიძლება, პრეზიდენტის კეთილისმსურველმა მას ურჩიოს, რომ მან აღიაროს საჯაროდ კონსტიტუციის დარღვევა და ასევე თქვას, რომ ის აღარ დაარღვევს კონსტიტუციას. ეს იქნებოდა ღირსეული საქციელი

 

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".

 



ასევე ნახეთ
close დახურვა