logo
ENG


წულუკიანი აქციის მონაწილეებს: ბრძოლის მეთოდები უნდა შეცვალოთ
  • 988ნახვები

მინდა, მივმართო იმ 40-50-60 ადამიანს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, ხელოვანებს, როგორც ისინი ამბობენ, მე არ ვიცნობ, მაგრამ ამბობენ, ხელოვანები ვართო, დგანან პარლამენტის გარეთ და აპროტესტებენ ჩემი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ ნაბიჯებს - თქვენ ბრძოლის მეთოდები უნდა შეცვალოთ, კიდევ ერთხელ გთავაზობთ, გადმოდით პარტნიორობის რეჟიმზე, რადგან ჩვენ ვართ, მათ შორის თქვენთვის, რომ ხელი შეგიწყოთ და თქვენი შემოქმედებითი პროცესის განხორციელება შეძლოთ. 

[...] არმაზ ახვლედიანი ვერ იქნება თქვენი ბრძოლის იარაღი, იმიტომ, რომ ლუზერებით და უზრდელებით ვერსად ოპოზიციური პარტიები ვერ გაფრინდებიან. ამ ქვეყანაში ომი არ მოხდა და ვერც დესტაბილიზაცია ვერ მოხდება. 

ამბობს წულუკიანი პარლამენტთან მიმდინარე პროტესტის მონაწილეებზე. კულტურის მინისტრის გამოსვლის პარალელურად, საკანონმდელო ორგანოსთან ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან შეკრებილები და აქციას მართავენ. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა