logo
ENG


კობახიძე: საბოლოო ჯამში, ეროვნული ბანკი გასუფთავდა, იდეალური სურათი მიიღო სახელმწიფომ
  • 1235ნახვები

საბოლოო ჯამში, რა შედეგი მივიღეთ - ერთი, რომ პრაქტიკულად 150-ვე კაცზე ვრცელდება იმ სიიდან სანქციები, არავითარი პრობლემა არაფერს არ ექმნება, არც საბანკო სექტორს, არც ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია იქნა შემოღებული, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების და ქართული კომპანიების კონსტიტუციური უფლებები ვერ იქნება დარღვეული და ასევე, ეროვნული ბანკი გასუფთავდა. იდეალური სურათი მიიღო სახელმწიფომ ამ ყველაფრიდან. ზოგი ჭირი მარგებელია - არის ასეთი გამოთქმა. ამ შემთხვევაში, ერთდღიანი ჭირის დატრიალება სცადა ოპოზიციამ, მაგრამ საბოლოო ჯამში, საკუთარი თავი დაისაჯეს

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ სებ-მა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ამის შემდეგ, ეროვნული ბანკი სამივე ვიცეპრეზიდენტმა დატოვა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა