logo
ENG


ვაშაძე ზურაბიშვილს: ფარცხალაძის მცველებს შორის ხართ, თუ საქართველოს ინტერესების მხარეს?
  • 412ნახვები

ქალბატონო სალომე, ჩამოყალიბდით, თქვენ ხართ ჯაშუში ფარცხალაძის მცველებს შორის, როგორც არის ქართული ოცნების მთელი დაჯგუფება, თუ ხართ საქართველოს ინტერესების მხარეს. ეს არის გადამწყვეტი საკითხი. აბსურდი და სისულელეა ყველა ის არგუმენტი, რაც თქვენ მოგაქვთ, პირდაპირ ვამბობ. არის კანონის, დიდი ტყუილების კასკადი. საქართველოს მოქალაქეობა, რუსეთის მოქალაქეობისგან განსხვავებით, ფარცხალაძეს, ჯაშუშ აგენტს აყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. და კითხვა მაქვს თქვენთან, რატომ შეუნარჩუნეთ ეს პრივილეგიები ფარცხალაძეს? ვის მხარეს ხართ? ყველა გადამწყვეტ სიტუაციაში ქართული ოცნების მხარეს ხართ. 

ამბობს სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი, გიორგი ვაშაძე და პრეზიდენტის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებას აფასებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა