logo
ENG


გოცირიძე: ეროვნული ბანკი გაუქმებულია, მისი რეპუტაცია თურნავამ 30 წამში ჩამოშალა
  • 582ნახვები

ფაქტობრივად, ეროვნული ბანკი გაუქმებულია. ეროვნული ბანკი გადაიქცა შევარდნაძის დროს რომ იყო... პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეკონომიკურ დანაყოფად. ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა ეროვნული ბანკი. ნათია თურნავამ 30 წლის განმავლობაში დაგროვებული ეროვნული ბანკის რეპუტაცია და ნდობა 30 წამში ჩამოშალა.

განაცხადა ევროოპტიმისტების წევრმა, რომან გოცირიძემ.

19 სექტემბერს, ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული ბანკი სამივე ვიცეპრეზიდენტმა დატოვა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა