პირველი იქნებოდა გია აქ, თავისთავად, ამიტომაც მეც მოვედი [კონსერვატორიასთან], გიას მაგივრად.
განაცხადა კომპოზიტორ გია ყანჩელის მეუღლემ, ლულია ჯიქია-ყანჩელმა, რომელიც კონსერვატორიაში აქციას შეუერთდა.
კონსერვატორიასთან აქცია მიმდინარეობს. აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც წულუკიანმა კონსერვატორიაში არჩევნები გააუქმა.