თეა წულუკიანისგან ყველაფერს ველოდებოდით და ველით კიდევ მომავალში, ამიტომ ახლა ძალიან გონება უნდა ჩავრთოთ ყველამ და უნდა ვიმოქმედოთ ძალიან გააზრებულად. ამიტომ, დღეს გვექნება შეკრება იმისთვის, რომ დავადგინოთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ ეს ქალი ასე თავაშვებული აღარ იყოს.
განაცხადა მუსიკოსმა გიორგი გიგაშვილმა კონსერვატორიასთან მიმდინარე აქციაზე.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სტუდენტები, ლექტორები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები კულტურის სამინისტროს პოლიტიკას აპროტესტებენ.