logo
ENG


ღუდუშაური დეკანოიძეს: ყაველაშვილის დაგინება ძალაშია, თქვენ აკეთებთ რუსულ საქმეს
  • 5071ნახვები

რაც შეეხება ყაველაშვილის დაგინებას, მინდა გითხრათ, ქალბატონო ხატია, ძალაშია ის. იცით, რატომ არის ძალაში, რაც თქვა მიშამ... რუსულ საქმეს თუ ვინმე აკეთებს... აი, გადასახადებს რომ იხდიდა, ძირითადი ობიექტები რომ ჩააბარა შენი პარტიის ყოფილმა ბოსებმა, იმიტომ არის ეგ.

ამიტომ, რუსული საქმე უკვე იმდენად გააკეთეთ, რომ მაგას უკვე ისტორია შეაფასებს, ვინ სად აკეთებდა და ძალაშია. 80-ვე დეპუტატი დავიგინებით, რომ თქვენ აკეთებდით რუსულ საქმეს.

ამ სიტყვებით მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ოცნების დეპუტატმა ხატია დეკანოიძეს.

სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეკანოიძემ ლავროვის დღევანდელი განცხადება წაიკითხა, სადაც ფრენების აღდგენის საკითხზე საქართველოს მთავრობასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზეა საუბარი. 

 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა