logo
ENG


ხაბეიშვილი: ბოროტება, რომელსაც სახელად ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, ერთად უნდა დავასრულოთ
  • 532ნახვები

პუტინის ტყვეობიდან 2 წელი გავიდა, რაც პრეზიდენტი სააკაშვილი ტყვეობაში ჰყავთ და აშშ-მა ღიად თქვა, რომ FSB-ს აგენტის, რუსეთის აგენტის შეთითხნილია ეს საქმე. ვგულისხმობ ფარცხალაძეს, ეს უკვე ხელმოწერილი დოკუმენტია აშშ-ის მხრიდან. ასევე პრეზიდენტი სააკაშვილი გასამართლებულია იმ მოსამართლეების მხრიდან, რომლებიც ასევე დასანქცირებული არიან კორუფციის გამო. ასეთი 4 მოსამართლეა საქართველოში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა ამ 11 წლის თავზე უკვე კარგად, ღიად, ჩამოყალიბებულად იგრძნო რუსული რეჟიმის მავნებლობა, ბოროტება საკუთარ თავზე.

მინდა საზოგადოებას ვუთხრა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსული რეჟიმი გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში... ოღონდ ეს ბოროტება, რომელსაც სახელად ჰქვია ბიძინა ივანიშვილი და 11 წელია ძარცვავს ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ ერთად, აუცილებლად უნდა დავასრულოთ.

ამბობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ქართული ოცნების 11 წელთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა