logo
ENG


კობახიძე: არ გამოვრიცხავ, ზურაბიშვილმა გრიგორიადისი შეიწყალოს
  • 587ნახვები

იმდენად აქტიურად არის უკვე სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში, რომ იმასაც კი არ გამოვრიცხავ, რომ მან ასეთი ღია ნაბიჯი გადადგას რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისკენ, რასაც ჰქვია, პირობითად, გრიგორიადისის შეწყალება. ეს იქნება საბოლოო გაშიშვლება იმ ალიანსის, რომელიც არის შემდგარი სალომე ზურაბიშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე.

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.



ასევე ნახეთ
close დახურვა