logo
ENG


კობახიძე იმპიჩმენტის სხდომაზე: როგორც იურისტი გეუბნებით - არგუმენტები არ იყო
  • 814ნახვები

პასუხს ყველაფერს გავცემთ პროცესზე, ყველაფერთან დაკავშირებით გვექნება პასუხი. ძალიან სუსტია, რა თქმა უნდა, მოპასუხე მხარის პოზიციები, ეს ცალსახად შეიძლება ითქვას. რეალურად, არგუმენტი საერთოდ ვერ მოვისმინეთ. [...]

ჩვენც შეგვეძლო წარმომადგენლები გამოგვეგზავნა, მაგრამ ოთხი პარლამენტარი იმიტომაა მოსული, რომ გამოვხატეთ განსაკუთრებული პატივისცემა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, იგივე შეეძლო პრეზიდენტსაც, თუმცა არ გააკეთა. ეს მისი არჩევანია. [...]

ევროპა ნიშნავს კონსტიტუციის პატივისცემას. იქ, სადაც არ არის კონსტიტუციის პატივისცემა, ვერ იქნება ევროპა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. როგორც იურისტი გეუბნებით, რომ არგუმენტები არ იყო წარმოდგენილი, თუმცა დეტალურ სამართლებრივ პასუხს გავცემთ შესვენების შემდეგ.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. 

პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ არსებითი განხილვის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. სხდომის პირველ ნაწილში მმართველი პარტიის წევრებმა და პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლეს და სასამართლოზე საკუთარი არგუმენტები წარადგინეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა