logo
ENG


ჯაფარიძე: არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პრეცედენტის შექმნა
  • 589ნახვები

იმის მიუხედავად, რომ ვრჩები იგივე აზრზე, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ივანიშვილის მარიონეტი, ჩვენ ქართველმა ხალხმა არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პრეცედენტის შექმნა ისევე, როგორც არ უნდა დაგვეშვა პრეზიდენტის უკანონო პატიმრობის პრეცედენტის შექმნა, ნუ აღვუდგებით წინ ქართველი ხალხის ნებას.

ჩვენ ბოლო პერიოდში ვუყურებთ და ვხედავთ საერთაშორისო კვლევების შედეგებს, რომ ქართველი ხალხის 60%-მდე ითხოვს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. იმ პირობებში, რა პირობებშიც დღეს ვართ - მუქარის, ზეწოლის, დაშინების და ა.შ, მათი ნება არის ურყევი. ასევე, მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას - ნუ აღუდგებით ქართველი ხალხის ნებას წინ, რადგან ქართველი ხალხი არ დაუშვებს პრეზიდენტის სასიკვდილო განაჩენს.

ამბობს მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე.

საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინების ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს.



ასევე ნახეთ
close დახურვა