საქართველოს ჰყავს მეგობრები სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტებში, ასევე თეთრ სახლში და ყველანი, მათ შორის მეც, ძალიან შეშფოთებულები ვართ იმ ანტიდასავლური ქმედებების სერიითა და ანტიამერიკული რიტორიკით, რომელსაც საქართველოში ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ და ვხედავთ.
აქ უამრავი ადამიანი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს მთავრობის განზრახვებს და სვამს კითხვას, ეს მთავრობა ნამდვილად არის თუ არა მზად, გააკეთოს ყველა საჭირო რამ იმისთვის, რაც სურს ქართველ ხალხს და ქართველ ხალხს სურს დასავლეთის ოჯახში ინტეგრირება.
აცხადებს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი ფორმულას ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტთან ინტერვიუში.