logo
ENG


ღარიბაშვილი: ლაიენს ვუთხარი, რომ დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაციის დაბოლოება
  • 1247ნახვები

მე მქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, რომელსაც მე მივაწოდე ინფორმაცია 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე. ქალბატონმა ურსულამ გვითხრა, რომ ისინი პოზიტიურად აფასებენ ზოგადად იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია. ასევე, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან მოწოდება იყო, რომ რეფორმები გაგრძელდეს, უნდა მივიყვანოთ ბოლომდე.

მე მას ვუთხარი, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი მთელი გუნდი, ხელისუფლება არის სრულად მობილიზებული, ჩვენ ვართ ვალდებულნი და სრული თანხვედრა გვაქვს, რომ ეს პროცესი მივა ბოლომდე. მე მას ვუთხარი, რომ ამ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი უკვე არის შესრულებული. დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაციის დაბოლოება, დასრულება, რომელთა ნაწილიც გადაიგზავნა ვენეციის კომისიაში, იცით თქვენ.

ასევე ვუთხარი, რომ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც პოლარიზაცია არის გაზრდილი, არის კანდიდატის სტატუსის საკითხი. მე მას ვუთხარი, რომ სტატუსის მინიჭება ავტომატურად, დრამატულად შეამცირებს, დააგდებს ამ პოლარიზაციის ხარისხს, რაშიც ევროპელი ლიდერები გვეთანხმებიან.



ასევე ნახეთ
close დახურვა