logo
ENG


ზელენსკი: მსოფლიოსთვის ჩვენი მთავარი გზავნილია - ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს
  • 496ნახვები

უკრაინას ექნება მეტი თავდაცვითი სისტემა, არის მკაფიო შეთანხმებები. ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო, მადლობა! იქნება მეტი არტილერია ჩვენი მეომრებისთვის, მეტი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი და რა თქმა უნდა, იქნება მეტი სამართლიანობა.

რუსმა ტერორისტებმა განახორციელს მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმა ხარკივის ოლქის სოფელზე, რომლის სამიზნე ჩვეულებრივი მაღაზია და კაფე იყო. ეს არ იყო ბრმა შეტევა, ეს იყო სასტიკი რუსული აგრესია და გენოციდი. რუსული ტერორი უნდა დავამარცხოთ და მსოფლიოს აქვს საშუალება ამის უზრუნველსაყოფად. მსოფლიოსთვის ჩვენი მთავარი გზავნილია - ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს და მხოლოდ ახლა, მხოლოდ უკრაინაში შეიძლება ამ პრინციპული, მორალური პოზიციის შენარჩუნება.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.

რუსებმა, ხარკივის ოლქის სოფელ გროზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 52 ადამიანი დაიღუპა.



ასევე ნახეთ
close დახურვა