logo
ENG


იუკნევიჩიენე ოცნებაზე: კრემლის სტილის პოლიტიკას უფრო მიჰყვება, ვიდრე EU-ის პრინციპებს
  • 690ნახვები

არ ვიცი, რა ტიპის დებატები მიმდინარეობს კომისიაში. ჩვენ ვხედავთ და ვისმენთ განცხადებებს ოფიციალური პირებისგან. მე ვიცი, რა აზრი გამაჩნია. ქვეყანა რამდენიმე წლის წინ იყო ლიდერი და საქართველო რომ ყოფილიყო ისტორიის იმ მხარეზე, სადაც უკრაინა და მოლდოვაა, არ იქნებოდა საერთოდ კითხვა სტატუსთან დაკავშირებით. რაც შეეხება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა უფრო კრემლის სტილის პოლიტიკას მიჰყვება, ვიდრე ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება დემოკრატიის თემას. საქართველოს მთავრობამ იცის, რა უნდა მოიმოქმედოს.

[საქართველოს მთავრობა] თავს ისე აჩვენებს, თითქოს ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ძალიან ბევრი კითხვა იბადება. ჩვენ ვნახავთ, მომავალში რა მოხდება, მაგრამ გზავნილები, ახლა რაც მოდის საქართველოდან, მაგალითად, რაღაც უსარგებლო და უცნაური იმპიჩმენტი პრეზიდენტის წინააღმდეგ და ასევე, ახალი ინფორმაცია ანტი-დემოკრატიულ კანონებზე, რომელიც დაწევს დემოკრატიის დონეს, გამოხატვის უფლება შეუზღუდავს ადამიანებს, საკუთარი აზრი გამოთქვას და ა.შ. ქართული ოცნება მეგობრობს ისეთ ადამიანებთან, როგორიცაა ორბანი უნგრეთიდან. უნგრეთი არ გახლავთ საუკეთესო მაგალითი დემოკრატიის და ალბათ, ფიქრობს ოცნება, რომ მიაღწევს რაიმეს, არ გამოვიყენებ ძალიან ძლიერ ტერმინს, შანტაჟს.

განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ფორმულასთან ინტერვიუს დროს.



ასევე ნახეთ
close დახურვა