logo
ENG


სენატორი კარდინი რუსულ ბაზაზე: საქართველოს სუვერენიტეტის მძიმე დარღვევაა
ბენ კარდინი
07 ოქტ, 2023 13:12
სენატორი კარდინი რუსულ ბაზაზე: საქართველოს სუვერენიტეტის მძიმე დარღვევაა
  • 504ნახვები

რუსეთის გეგმა, ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზა ააშენოს, საქართველოს სუვერენიტეტის მძიმე დარღვევაა. ჩვენ ყოველთვის უარვყოფთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას და ერთგულნი ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელ რეფორმებში.

წერს Twitter-ზე აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი.

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და "და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს".



ასევე ნახეთ
close დახურვა