logo
ENG


ბერბოკი: ჰამასის ტერორი ახლავე უნდა დასრულდეს
  • 353ნახვები

ჰამასმა რეგიონში კიდევ ერთხელ დაარღვია მშვიდობა. ამ ტერორისტული თავდასხმების გამო განუსაზღვრელია უფრო ფართომასშტაბიანი რეგიონული საფრთხე. როდესაც ვუყურებ სოციალური მედიით გავრცელებულ გატაცების სასტიკ კადრებს, სუნთქვა მეკვრის. შიშითაა სავსე სრულიად უდანაშაულო ადამიანების სახეები, ასაკოვნების, ქალების, დედის ორი ბავშვით, რომელიც როგორც ჩანს, ჰამასმა გაიტაცა. ეს გატაცებები ამაზრზენია და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ეწინააღმდეგება. ჰამასის ტერორი ახლავე უნდა დასრულდეს.   

განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გუშინ, გამთენიისას გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო - ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5000 რაკეტა ისროლეს.  



ასევე ნახეთ
close დახურვა