logo
ENG


ღარიბაშვილი: სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ თავად უნდა გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები
  • 1043ნახვები

სამშვიდობო შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში შეუწყობს ხელს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას, რომელიც მოიტანს კეთილდღეობას ჩვენი ხალხებისთვის - სომხეთის ქვეყნისთვის, სომეხი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანისთვისა და აზერბაიჯანის ხალხისთვის, ქართველებისა და საქართველოსთვის. ასე რომ, ჩვენ საქართველოს ყოველთვის გვეკავა, რა თქმა უნდა, ნეიტრალური, მიუკერძოებელი პოზიცია. ჩვენ ახლაც მზად ვართ, რომ ჩვენი როლი, წვლილი შევიტანოთ ამ მედიაციის, იქნება ეს ფასილიტაციის თუ მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში. თბილისი ყოველთვის მზად არის, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში. ჩვენი მომავალი უნდა იყოს სტაბილური, მშვიდობიანი და სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება.

განაცხადა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ.



ასევე ნახეთ
close დახურვა