logo
ENG


ხაბეიშვილი მელიაზე: 8 თვის განმავლობაში მოთქმა, გოდება და ტირილი არ მიმაჩნია სწორად
  • 881ნახვები

ვიმედოვნებ, რომ დროს არ დახარჯავენ ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციაში, არ შეეჯიბრებიან პოს ტვ-ის და ტელეკომპანია იმედს ნაციონალური მოძრაობის ლანძღვაში, არ გაუწევენ კონკურენციას კობახიძეს, მდინარაძეს, ივანიშვილს, ღარიბაშვილს, რომ ლანძღონ მთავარი ოპოზიციური პარტია და მე გულწრფელად ვწუხვარ, რომ ამდენი თვის შემდეგაც კონკრეტულმა ადამიანებმა ვერ გადალახეს ფსიქოლოგიური ბარიერი, რომ შიდა პარტიულ არჩევნებში დამარცხდნენ.

მე ვისურვებდი, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეყოთ ვაჟკაცობა იმის, რომ ეს შედეგი, რომელიც დადგა, უბრალოდ მიიღონ და 8 თვის განმავლობაში ცოტა არ იყოს და მოთქმა, გოდება და ტირილი არ მიმაჩნია სწორად. ყველა ადამიანს, ვისაც უნდა ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის წინააღმდეგ ბრძოლა, ცხადია მივესალმებით, კარი არის ღია და ნებისმიერ ადამიანთან მზად ვართ სათანამშრომლოდ, ოღონდ არა იმ ხალხთან, ვინც ფსიქოლოგიურად ვერ გადალახა ამ რვა თვის განმავლობაში პარტიული მარცხი

საუბრობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა