ჰამასის ეს თავდასხმა ისრაელზე საზარელი და ბარბაროსულია. ებრაული სახელმწიფოსთვის ამ ბნელ საათებში ჩვენ - გერმანია და საფრანგეთი მტკიცედ ვდგავართ ისრაელის გვერდით. ამაში მე პირადად დავარწმუნე პრემიერი ნეთანიაჰუ. ტერორი ვერ გაიმარჯვებს. სიძულვილი ვერ გაიმარჯვებს. ძალადობა ვერ გაიმარჯვებს. ისრაელი დაიცავს საკუთარ თავს და თავის მოქალაქეებს. მტკიცედ და ურყევად ვდგავართ ისრაელის გვერდით.
განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა.
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.