მე მიმაჩნია პირადად, რომ ეს არის კიდევ ერთი გადმოგდებული რგოლი, როგორიც არაერთი გაუკეთებია რუსეთის ფედერაციას, როდესაც საქმე ეხება საგარეო ურთიერთობებში ჩვენს პოზიციონირებას. ბაზის მშენებლობა უკავშირდება უშველებელი რაოდენობის რესურსის მობილიზებას, რისი მდგომარეობაც არ შეესაბამება იმ ვითარებას, რომელშიც თვითონ რუსეთი იმყოფება, თუნდაც საერთაშორისო ზეწოლის გათვალისწინებით.
განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ.
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს.