logo
ENG


ბაიდენი: პალესტინელების უმრავლესობას არაფერი აქვს საერთო ჰამასთან, ისინიც იტანჯებიან
ჯო ბაიდენი
14 ოქტ, 2023 12:31
ბაიდენი: პალესტინელების უმრავლესობას არაფერი აქვს საერთო ჰამასთან, ისინიც იტანჯებიან
  • 883ნახვები

დასაწყისიდანვე ვთქვი და შეცდომას ნურავინ დაუშვებს. შეერთებული შტატები დგას ისრაელის გვერდით. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ისრაელს აქვს ის, რაც სჭირდება, რომ დაიცვას თავი და უპასუხოს ამ თავდასხმებს. ჩემთვის ასევე პრიორიტეტულია სასწრაფოდ მოგვარდეს ჰუმანიტარული კრიზისი ღაზაში. ჩემი დავალებით, ჩვენი გუნდები მუშაობენ რეგიონში, მათ შორის პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ ისრაელის, ეგვიპტის, იორდანიის და სხვა არაბული ქვეყნების მთავრობებთან და გაეროსთან, რომ ჰამასის თავდასხმების ჰუმანიტარული შედეგები აღმოვფხვრათ და დავეხმაროთ ისრაელს. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ პალესტინელების აბსოლუტურ უმრავლესობას არაფერი აქვს საერთო ჰამასთან და მის შემზარავ თავდასხმებთან და ისინიც იტანჯებიან ამ ყველაფრის შედეგად.

განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა