logo
ENG


ბლინკენი: ჩვილების მკვლელობა, ბავშვების მძევლად აყვანა - სისასტიკეა, ეს ყველამ უნდა დაგმოს
  • 519ნახვები

ჰამასთან საქმე ძველებურად ვეღარ იქნება. ჩვილების მკვლელობა, ოჯახების ამოწვა, პატარა ბავშვების მძევლად აყვანა - ეს არის სასტიკი სისასტიკე. ყველა ქვეყანამ უნდა დაგმოს ეს ქმედებები და დამნაშავეების პასუხისმგებლობა მოითხოვოს. ჩვენი ძალისხმევა ახლა მიმართულია უსაფრთხო ზონების შექმნის ხელშეწყობაზე და ამას ვაკეთებთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. ვმუშაობთ ისრაელთან და სხვა ქვეყნებთან ამ მიზნით. ვგლოვობთ ყველა უდანაშაულო ადამიანის სიკვდილს - ებრაელის, პალესტინელის, ქრისტიანის, მუსლიმის, ყველა რმწენისა და ეროვნების მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც დაიღუპა.

განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  



ასევე ნახეთ
close დახურვა