logo
ENG


კობახიძე ზურაბიშვილზე: დღეიდან ფორმალურად განიხილება პრეზიდენტად, დარჩება ე.წ. კოჭლ იხვად
  • 446ნახვები

როგორც არ უნდა დასრულდეს იმპიჩმენტის პროცედურა, ჩვენ უკვე მივაღწიეთ დასახულ მიზანს - სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არ დარჩა რეაგირების გარეშე. [...] რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს, ის დღეიდან მხოლოდ ფორმალურად განიხილება საქართველოს პრეზიდენტად, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო, მეექვსე წელს, ის სრულად იქნება მოკლებული პოლიტიკურ და მორალურ ლეგიტიმაციას და დარჩება, ამერიკული ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ე.წ. კოჭლ იხვად, რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ კოლექტიურ ნაცმოძრაობას არის ადევნებული.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.



ასევე ნახეთ
close დახურვა