ჩვენი მიზანი გამარჯვებაა - გამანადგურებელი გამარჯვება ჰამასზე და ისრაელისთვის ამ საფრთხის ერთხელ და სამუდამოდ განადგურება. არსებობს ბევრი კითხვა იმ კატასტროფასთან დაკავშირებით, რომელიც 10 დღის წინ თავს გადაგვხდა. ჩვენ ყველაფერს ბოლომდე გამოვიძიებთ და მზად ვართ ამით გაკვეთილი მივიღოთ. თავდადება იქნება საჭირო, რადგან ჩვენ გამარჯვებას დრო დასჭირდება. იქნება რთული მომენტები, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ. ჰამასი ირანის ბოროტი გავლენის ნაწილია, ჰეზბოლა კი მათი თანამზრახველი. მათ სურთ გაანადგურონ ქვეყანა და ყველა დაგვხოცონ. მაქვს გზავნილი ირანისთვის და ჰეზბოლისთვის: ნუ გამოგვცდით ჩრდილოეთით. პრეზიდენტმა ბაიდენმა გითხრათ ინგლისურად: "ნუ გააკეთებთ ამას", მე კი გეტყვით ივრითზე - ფრთხილად იყავით! ჩვენ ჩავერთეთ ომში, მოვიგეთ ეს ომი და არ გავჩერდებით საბოლოო გამარჯვებამდე.
განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას.