logo
ENG


ზურაბიშვილი: დღეს ცოტა გული მეტკინა ამ სასამართლოსთვის, თუმცა ამ ქვეყანაში არაფერი მიკვირს
  • 719ნახვები

დღეს, ცოტა არ იყოს გული მეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი. მაგრამ გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომელიც დღესდღეობით იყო დარჩენილი, როგორც ჩვენს სამართლებრივ სისტემაში ერთ-ერთი ადგილი, რომელიც კიდევ გარკვეულწილად ნდობას იმსახურებდა - ეს სასამართლო. დღეიდან უკვე ესეც აღარ არის. ისეთი დასკვნა დადო, რომელიც მას უნდა რცხვენოდეს. ყოველივე მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა, უნდა რცხვენოდეს. ერთადერთი, სამმა ადამიანმა გადაარჩინა კიდევ ერთხელ გარკვეულწილად საკუთარი რეპუტაცია უფრო, ვიდრე საკონსტიტუციოსი. ეს ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენებაა, იმ დროს როცა პრაქტიკულად ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი არის ასეთი დამახინჯებული და აღარ დარჩა დამოუკიდებლობის დამცველი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, გარდა ერთისა - პრეზიდენტისა.

 

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. 



ასევე ნახეთ
close დახურვა