logo
ENG


ზურაბიშვილი: ოპოზიციას ვურჩევ, გარეთ დადგნენ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ
  • 664ნახვები

პარლამენტშიც მივალ და სხვათა შორის, იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად. მე ვერავის ვერაფერს ვუკარნახებ, მაგრამ მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, რომ სურათი დადგეს ძლიერი, გარეთ დადგნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ, თუ სიტყვა მომცეს, თუ არადა მე გამოვალ ისედაც და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი. ამ მხარდაჭერისთვის, რაც არსებობს ქვეყანაში, დიდი მადლობა და ერთად ვიბრძოლოთ ბოლომდე.

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. პარლამენტში საკითხის განხილვა მიმდინარე კვირაში გაიმართება.



ასევე ნახეთ
close დახურვა