logo
ENG


ხაზარაძე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის რუსეთის დავალების პირნათლად შესრულება
  • 572ნახვები

დღეს, საკონსტიტუციო სასამართლომ ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო. პრეზიდენტი დაადანაშაულა იმაში, რაც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში გაცხადებული მისწრაფების აღსრულებას ემსახურებოდა - გავხდეთ ევროპის ნაწილი და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

ეს არის რუსეთის დავალების პირნათლად შესრულება ამჟამად, უკვე ივანიშვილის მიერ დაქვემდებარებული საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან. მადლობა სამ მოსამართლეს პრინციპულობისთვის, ბრძოლა გრძელდება რუსული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის.

ამბობს ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა