logo
ENG


მდინარაძე ზურაბიშვილზე: ნაცმოძრაობის მხარდამხარ იბრძვის სტატუსის საწინააღმდეგოდ
  • 388ნახვები

არ შეიძლება ამ ადამიანის ნდობა, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე, საერთო ჯამში, ამბობს, რომ არ იმსახურებს სტატუსს. მთავრობა თურმე უნდა ენდოს იმ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ [ქვეყანა] არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. კონსტიტუციას არღვევს იმ შეფუთვით, თითქოს ის ევრონტეგრაციისთვის, კანდიდატის სტატუსისთვის დადის [საზღვარგარეთ], როდესაც საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ნაცმოძრაობის მხარდამხარ იბრძვის კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ. არც მორალი, არც რეალობა არ გვაძლებს იმის საფუძველს, რომ ის კანდიდატის სტატუსისთვის იბრძვის, ის კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ იბრძვის. ყველანაირი მტკიცებულებით ეს დასტურდება და ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციას არღვევს. აქედან გამომდინარე, მორალურადაც მართლები ვართ, პრეზიდენტის კი არა, ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს წინაშე და სამართლებრივადაც ძალიან მართლები ვართ.

განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა ხვალ, 12:00 საათზე დაიწყება.



ასევე ნახეთ
close დახურვა