logo
ENG


ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ჰამასს ორი ვარიანტი აქვს - ან დანებდნენ, ან დაიღუპონ
იოავ გალანტი
17 ოქტ, 2023 16:54
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ჰამასს ორი ვარიანტი აქვს - ან დანებდნენ, ან დაიღუპონ
  • 482ნახვები

ჰამასის წევრებს ორი ვარიანტი აქვთ - ან დაიღუპონ თავიანთ პოზიციებზე, ან დანებდნენ უპირობოდ. მესამე ვარიანტი არ არსებობს. ჩვენ გავანადგურებთ დაჯგუფება ჰამასს და მათ შესაძლებლობებს. ჩვენი თვითმფრინავები და რაკეტები ყველგან მიაღწევენ. ჰამასის თითოეულ წევრამდე მივალთ.

განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  



ასევე ნახეთ
close დახურვა