logo
ENG


დეკანოიძე პაპუაშვილს: შეწყვიტეთ ეს სამარცხვინო პროცესი
  • 574ნახვები

მინდა, ყველას ესმოდეს, ვინც ზის მარჯვენა მხარეს, რამდენად მძიმე პროცესში მონაწილეობთ ყველა. საქართველოს ისტორიაში პირველად, იმისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა თავის კოლეგებს ზუსტად საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის და საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, თქვენ მოხვედით და გინდათ, მწვანე ღილაკს დააჭიროთ ხელი, ეს არის სამარცხვინო პროცესი. თუ რამე უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს, ეს ხართ თქვენ, თქვენი გადაწყვეტილებები და განსაკუთრებით საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ძალიან ბევრისგან განსხვავებით, ბატონო თავმჯდომარე, თქვენ უნდა იყოთ ყველას პარლამენტის თავჯდომარე, ეს ფუნქცია გაქვთ თქვენ კანონმდებლობით მინიჭებული და მე კიდევ მინდა გავიმეორო, რომ შეწყვიტეთ ეს სამარცხვინო პროცესი. ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს რეპუტაციისთვის. 

 

განაცხადა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში. ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა