logo
ENG


აქუბარდია კობახიძეს: პატარა კაცი, რაც გიწოდეს, ძალიან დამსახურებულად და რბილად გითხრეს
  • 822ნახვები

თქვენ იყავით ბანერებზე, როცა პრინციპული არჩევანისკენ მოუწოდებდით საკუთარ ამომრჩეველს. აირჩიე თავისუფლება, აირჩიე ღირსება, არა დიქტატურად. ხომ თქვენ იყავით, ხომ არ მეშლება? ახლა რომ ამ მასკარადში ვართ, ამიტომ გახსენებთ თქვენ. მე მაინტერესებს, იმიტომ, რომ ეს არ მგონია სამართლებრივი პროცესი, თქვენ კანონიც თქვენს თავზე მოირგეთ და კონსტიტუციასაც თქვენს სასარგებლოდ იყენებთ. სად გადის ზღვარი თქვენს უპრინციპობაში, სად გადის ზღვარი თქვენს უღირსობაში?.

თქვენ როცა დგახართ ამხელა კაცი აქ, პატარა კაცი, რომელიც თქვენ გითხრეს და დიახ, ძალიან დამსახურებულად და ძალიან რბილად გითხრეს, ამ მოცემულობაში მაინტერესებს, როგორ ბედავთ, როცა ამ ტონალობით ლაპარაკობთ პრეზიდენტზე. 

ამ სიტყვებით მიმართა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ირაკლი კობახიძეს. ამ წუთებში პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა