logo
ENG


ზურაბიშვილი იმპიჩმენტზე: ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო
  • 577ნახვები

ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო. პირველად, როგორც გვიყვარს ზოგს, საქართველოს ისტორიაში, იმართება პრეზიდენტის იმპიჩმენტი და ამით თქვენ თავს იწონებთ, სხვა არაფერში და ამაში, ვითომცდა ამ პროცესით კანონის უზენაესობას ამტკიცებთ. ამ დროს კი, 16 ოქტომბრის საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება შევა, არა როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ, როგორც ერთპარტიული უზენაესობის დამყარება სასამართლო სისტემაზე. საკონსტიტუციო სასამართლო, რომელზეც უნდა იდგეს სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო, სრულად გამოვიდა თავისი როლიდან, გადაინაცვლა პოლიტიკურ სფეროში და წინ ვერ აღუდგა პარტიის პოლიტიკურ ნებას. საკონსტიტუციო სასამართლომ აბუჩად აიგდო და დააკნინა კონსტიტუციის 78-ე მუხლი, ევროინტეგრაციის შესახებ. 

 

ამ სიტყვებით დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლა, სადაც ამ წუთებში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა