logo
ENG


ბერბოკი: პატარა გოგოების, მათი დედების, ოჯახების ტანჯვას სახელი აქვს - ეს ჰამასმა მოიტანა
  • 690ნახვები

უფლება მომეცით მკაფიოდ ვთქვა, ყველა ადამიანის სიცოცხლე თანაბრად მნიშვნელოვანია და უფლება მომეცით ვთქვა, რომ იმ ტანჯვას, რაც გასულ კვირებში ვიხილეთ, ტანჯვას, რომელმაც აქ მოგვიყვანა, პატარა გოგოების, მათი დედების, ოჯახების ტანჯვას სახელი აქვს - ეს ჰამასმა მოიტანა. ტერორი ისრაელში 7 ოქტომბერს [დაიწყო], როდესაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინა, ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანას მსოფლიოში, ისრაელსაც აქვს უფლება, დაიცვას თავი და მისი ხალხი ტერორისგან საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ ფარგლებში.

განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა კაიროს სამშვიდობო სამიტზე.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  



ასევე ნახეთ
close დახურვა