პროფილები
1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სტუდენობისას, 1990-1992 წლებში მუშაობდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიულ განყოფილებაში. 1992-1994 წლებში იყო სახელმწიფო საბჭოს იურიდიული განყოფილების მრჩეველი. 1993-1995 წლებში მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაში, იყო შესაბამისი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 1994 წელს იყო საიას ერთ-ერთი დაფუძნებელი და მისი პირველი თავმჯდომარე 1997 წლამდე. 1999 წელს დაასრულა დიუკის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტი. 1999-2000 წლებში იყო AMEX International-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი, 2001-2005 წლებში უძღვებოდა USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებს იურიდიული რეფორმების სფეროში. 2005 წელს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარედ. 2011 წელს პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა უსუფაშვილი კვლავ აირჩია პარტიის თავმჯდომარედ.
2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის საბურთალოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. არჩევნებში მან 66.09%-ით გაიმარჯვა.[1] 21 ოქტომბერს ახლად შეკრებილმა მე-8 მოწვევის პარლამენტმა დავით უსუფაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩია.[2]
2017 წლის 16 ივნისს დავით უსუფაშვილმა პოლიტიკური პარტია შენების მოძრაობა დააფუძნა.[3] იგი მონაწილეობდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც ამომრჩეველთა ხმების 2.26% (36 037 ხმა) მიიღო.[4]
2019 წელს ის შეურთდა „ლელო“-ს, როდესაც ლელო, შენების მოძრაობა და ახალი მემარჯვენეები გაერთიანდა და დაფუძნდა პოლიტიკურია პარტია ლელო საქართველოსთვის. დავით უსუფაშილი ამ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა.[5]
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ლელო საქართველოსთვის“.[6]
ვიკისაწყობის ლოგო შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „დავით უსუფაშვილი“ ვიკისაწყობში.
