logo
ENG



"არ ვაპირებ და არ მოვაწერ" - მეუფე სტეფანე სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე

14 ოქტ 202110:18
3 წუთის საკითხავი
 

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას არ შეუერთდება.

შეკითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით სამართლიანი პროცესი, მიტროპოლიტი ამბობს, რომ "პოლიტიკურ აფერისტებს არ აფასებს".

"სამართლიანი თუ არ იქნება უფალი, მაშინ, ჯოჯოხეთი გაუქმდება ფაქტიურად და სამოთხე დაემსგავსება აყროლებული ღორების ფარეხს. გამიგეთ, რა ხდება? სამართლიანობა თუ არ იქნა, მხოლოდ წყალობა არ არის უკვე ის, რაც არის სიკეთე...

მე პოლიტიკურ მოღვაწეებს და პოლიტიკურ აფერისტებს და პოლიტიკურ პროვოკატორებს ვერ ვაფასებ", - თქვა მან.

რაც შეეხება შეკითხვას, მოაწერს თუ არა ხელს პეტიციას, მან ასე უპასუხა:

"ვინ არის პეტიცია? არ ვაპირებ და არ მოვაწერ", - თქვა მეუფე სტეფანემ. 

პეტიციას ხელი ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ, მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, შემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებ კიკვაძემ, დეკანოზმა თამაზ ლომიძემ და სქემმონაზონმა სიდონიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის მე-14 დღეა ციხეში შიმშილობს.  


close დახურვა