logo
ENG



"ომი მალე არ დასრულდება" - ნეთანიაჰუსა და გალანტის ერთობლივი განცხადება

09 იან 202401:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/08/f3v41xfc7tqjvs3.jpg

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის ომი მალე არ დასრულდება. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ ისრაელს საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება.

"ომი სამხრეთსა და ჩრდილოეთში მალე არ დასრულდება. ის მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერა გვჭირდება", - ნათქვამია განცხადებაში.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა