logo
ENG



ალმათის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ხმა ისმის

06 იან 202219:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/06/lgmwqtmduogxuec.jpg

ყაზახეთის უმსხვილეს ქალაქ ალმათის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ხმა ისმის. აქტივისტები და ჟურნალისტები ამბობენ, რომ  სამართალდამცავები ისვრიან. რადიო თავისუფლების ყაზახეთის ბიურო წერს, რომ არიან როგორც დაშავებულები, ისე გარდაცვლილები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით 2 298 ადამიანი დააკავეს, შეტაკებების დროს კი ძალოვანი სტრუქტურების 18 თანამშრომელი დაიღუპა, 700-ზე მეტი კი დაშავდა. უწყებაში კვლავ არაფერს ამბობენ, დემონსტრანტებს შორის გარდაცვლილებსა და დაშავებულებზე.

აქტივისტები და ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ალმათის ცენტრალურ მოედანზე სამართალდამცავებმა ცეცხლი ავტომატიდან გახსნეს. ჟურნალისტ ანუარ დანიაროვის თქმით, ნაზარბაევის გამზირის მხრიდან ჯავშანმანქანები გამოჩნდნენ და ცეცხლი გახსნეს. სულ მცირე გარდაცვლილია ერთი ადამიანი. ერთ-ერთი აქტივისტი, აიგერ ტილეუჟანი ამბობს, რომ მოედანზე მყოფთაგან უმრავლესობა შეუიარაღებელი ახალგაზრდობა იყო.

მოედანზე შეკრებილები მოითხოვდნენ სპეციალური კრიზისული საბჭოს შექმნას, ОДКБ-ს სამხედროების შეყვანაზე უარის თქმას, დროებითი მთავრობის შექმნას ითხოვდნენ.

BBC-ს კორესპონდენტი, რომელიც ადგილზე იმყოფება, ამბობს, რომ ალმათის ცენტრში მძიმე შეტაკებებია.

"ის, რაც მოედნიდან ისმის, ნამდვილ ბრძოლას ჰგავს", - წერს კორესპონდენტი ტვიტერზე.

ყაზახეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გუშინ, 5 იანვარს მთელი დღის განმავლობაში ყაზახეთის მსხვილ ქალაქებში საპროტესტო აქციები გრძელდებოდა. ქალაქ ალმათში მომიტინგეებმა საოლქო ადმინისტრაციის შენობა და აეროპორტი დაიკავეს. ქვეყნები ყაზახეთის მიმართულებით რეისებს აუქმებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი გაითიშა ინტერნეტი

კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ ტოყაევმა დახმარებისთვის მიმართა. პირველი რუსული დანაყოფები ქვეყანაში უკვე ჩაფრინდნენ


close დახურვა