logo
ENG



ბელარუსში 70-მდე ვებგვერდზე, მათ შორის მედიასაშუალებებზე წვდომა შეზღუდეს

22 აგვ 202015:54
3 წუთის საკითხავი
 
yrpvd25sb83ji4f.jpg

"რადიო თავისუფლებამ" ბელარუსის ციხეში ოპოზიციის დაკავებული მომხრეების წამების კადრები გაავრცელა.

მასალის გავრცელების შემდეგ ბელარუსის ტერიტორიაზე "რადიო თავისუფლება" დაბლოკეს, მალე კი ქვეყნის ინფორმაციის სამინისტრომ წვდომა კიდევ 70-მდე ონლაინ პლატფორმაზე შეზღუდა.

TUT.BY-ს ცნობით, პლატფორმებზე შესვლისას, მომხმარებელს შემდეგი შინაარსის შეტყობინება ხვდებათ:

"აღნიშნულ გვერდებზე წვდომა შეზღუდულია ბელორუსიის ინფორმაციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებულია ქვეყნის "მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ კანონზე დაყრდნობით".

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. მასში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოც მონაწილეობდა. აღსანშნავია, რომ ეს ლუკაშენკოს რიგით მე-6 საპრეზიდენტო არჩევნებია. მისი მთავარი ოპონენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია იყო. 

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10%-ს მოპოვება შეძლო. 

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება. მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. სულ ანტისამთავრობო აქციებზე 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 ათასი ადამიანი დააკავეს. 

16 აგვისტოს, მინსკში მასშტაბური თავისუფლების მარში გაიმართა, რომელშიც 200 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. 

თავის მხრივ ევროკავშირი და დასავლეთი ბელარუს ხალხს მხარს უჭერს და სანქციების დაწესებას განიხილავს. ევროკავშირმა სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა და ე.წ. შავი სია, აგვისტოს ბოლოს შემუშავდება. 


close დახურვა