logo
ENG



ვოლსკი სააკაშვილის დანიშვნაზე: უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან ეს ნაბიჯი გაურკვეველია

08 მაი 202017:56
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავჯდომარედ დანიშვნას „ქართულ ოცნებაში“ აფასებენ, როგორც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისთვის გაუგებარია.

„პოლიტიკური კონექტურა შავი ზღვის რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში ყალიბდება ჩვენი ორი ქვეყნის მონაწილეობით და ამ ფორმატში ჩვენი თანამშრომლობა არის განპირობებული გარკვეული პრაგმატული მოსაზრებებით და ამ სისტემაში გაურკვეველია ეს ნაბიჯი, რაც უკრაინის პრეზიდენტმა გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცის რა შედეგი დატოვა საქართველოში სააკაშილის ხელისუფლებამ“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს, თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და ის შეცდომად შეაფასა.

 

 

 


close დახურვა