logo
ENG



ისრაელის თავდაცვა: დილის 7 საათიდან ღაზაში 200 სამხედრო ობიექტი გავანადგურეთ

01 დეკ 202318:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/01/8lqcaxd0dx7rr1j.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დილის 7 საათიდან 200 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს.

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ღაზიდან ისრაელის სამხრეთით 50 რაკეტა გაისროლა.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა