logo
ENG



ისრაელის თავდაცვა: ეს გრძელი ბრძოლაა, თუმცა ომს სასურველი შედეგებით დავამთავრებთ

11 იან 202423:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/12/kaqsgdjr2sbzpsu.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ჰერზი ჰალევის განცხადებით, ჰამასის წინააღმდეგ რთული ბრძოლა მიმდინარეობს, თუმცა ისრაელი ომს სასურველი შედეგებით დაამთავრებს.

"ბრძოლა მიმდინარეობს ძალიან რთულ ტერიტორიაზე. მტერი აქ, ისე როგორც მიწის ქვეშ, ასევე მიწის ზევით თავდაცვისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა და ეს ყველაფერი ორგანიზებულია.

ეს გრძელი ბრძოლაა, თუმცა ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს შესწავლილი. არ არსებობს სიმაგრე, სადაც ვერ შევალთ და ვერ გავანადგურებთ. ხანგრძლივ ომს სასურველი შედეგებით დავამთავრებთ", - აღნიშნა მან.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა