logo
ENG



მეუფე ანანიას თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელს აუცილებლად მოაწერს

14 ოქტ 202110:09
3 წუთის საკითხავი
 

მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელს აუცილებლად მოაწერს. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა პეტიციაზე ხელის მოწერა, ის პასუხობს:

"ტაძართან ვართ. ქრისტე გვასწავლის მიტევებას, შენდობას, პატიებას".

პეტიციას ხელი ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ, მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, შემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებ კიკვაძემ, დეკანოზმა თამაზ ლომიძემ და სქემმონაზონმა სიდონიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის მე-14 დღეა ციხეში შიმშილობს.  


close დახურვა