იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებებს განახორციელებს. რაც შეეხება, რურუას საკითხსა და საკონსტიტუციო ცვლილებები პაკეტის განხილვასთან დაკავშირებით ტოლობის ნიშანს - უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ტოლობის ნიშანი არ დაიმება.
„ეს არის უმძიმესი განცხადება და ცინიზმი ჩვენი საზოგადოების წინაშე, როდესაც ვინმე რურუას პოლიტიკურ ლიდერად მოიხსენიებს, თუმცა ეს ადამიანი თუ არის ევროპული საქართველოს და ნაცმოძრაობის კლასტერის ლიდერი, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ.
საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებასა და რურუას გათავისუფლებას შორის ტოლობის ნიშნის დასმას, ეს არის აბსურდი. ჩვენ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცესი დავიწყეთ და ამ პროცესს ქართული ოცნება ბოლომდე მიიყვანს“, - განაცხადა ოხანაშვილმმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარისა და ელჩების შეხვედრის მთავარი თემები არჩევნები და საკონსტიტუციო ცვლილებები იყო, რომლის განხილვასაც პარლამენტი ხვალიდან იწყებს. არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ, შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებმა კიდევ ერთხელ ილაპარაკეს 8 მარტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე.
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების შესრულებისა და „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. როგორც ტუსკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, ევროპის სახალხო პარტია რურუას პატიმრობაში ყოფნის გამო შეშფოთებულია.
ქართული ოცნების წარმომადგენელი გია ვოლსკი დონალდ ტუსკის მიერ გაკეთებულ განცხადებასა ეხმიანება და ამბობს, რომ გიორგი რურუა განცხადებაში, როგორც პოლიტიკური ლიდერი, ისე მოიხსენიება.