logo
ENG



პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 3 მწვავე პნევმონიიით გვყავს - ეზუგბაია

01 მაი 202010:43
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

ეზუგბაიას თქმით, ახალი დადასტურებული 27 შემთხვევიდან მათ კლინიკას არც ერთი არ დამატებია. როგორც ეზუგბაიამ განმარტა, ყველა ინფიცირებულის კლასტერი ამ ეტაპზე ცნობილია. 

"ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 376 პაციენტი მკურნალობს. ახალი დამატებული 27 პაციენტიდან 13 არის ბოლნისის წყარო. ერთი არის თეთრიწყაროდან, 2 არის მარნეულის, 4 არის საკარანტინო სივრციდან და დანარჩენის წყაროს მოძიება ახლა ხდება. ინფექციურ საავადმყოფოში ახალი პაციენტები არ შემოუყვანიათ. რჩება იგივე მონაცემები - გვყავდა 43 დადასტურებული პაციენტი, აქედან 2 პაციენტი განიკურნა და ახლა კლინიკაში რჩება 41 კოვიდინფიცირებული. პაციენტების მდგომაროება არის საშუალო სიმძიმის. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. 3 გვყავს მწვავე პრმხრივი პნევმონიით. 11 მოზარდიდან ერთი მოზარდი გამოჯანმრთელდა და კლინიკა უკვე დატოვა", - განაცხადა ეზუგბაიამ

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 566 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან ამოქმედდა, 22 აპრილს კი, კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა და 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათიაგამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

 


close დახურვა