logo
ENG



რადას პრორუს დეპუტატ მედვედჩუკს გირაოს უფლების გარეშე პატიმრობა შეეფარდა

16 აპრ 202222:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/16/9p6enufjutlgxj3.jpg

ლიჩაკოვის რაიონულმა სასამართლომ რადას პრორუს დეპუტატს ვიქტორ მედვედჩუკს გირაოს უფლების გარეშე პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ ლიდერი, პუტინის შვილის ნათლია ვიქტორ მედვედჩუკს ღალატსა და ტერორისტულ საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობაში ედება ბრალი.

უკრაინას რადას პრორუსი დეპუტატი და პუტინთან დაახლოებული, ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ივან ბაკანოვი პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის თქმით, რუსეთი ცდილობდა, მედვედჩუკი ჯერ დნესტრისპირეთში გადაეყვანა, შემდეგ კი - მოსკოვში. თუმცა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაქცეული დეპუტატი გზაში, კიევის რეგიონიდან გამგზავრებისას დააკავა. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს შესთავაზა, რომ პუტინის მეგობარი, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინელ ტყვეებში გაცვალონ.

რადას პრორუსი დეპუტატი მედვედჩუკი უკრაინაში მოსკოვის იდეების გამავრცელებელი და რუსეთის ინტერესების ლობისტია. ის ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის ლიდერია. რუსეთის პრეზიდენტი კი მისი შვილის ნათლიაა.

მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი და უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. რუსეთის თავდასხმის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ცოლი ბელარუსში გაიქცა, მოგვიანებით გაიქცა მედვედჩუკიც.


close დახურვა