logo
ENG



სალივანის თქმით, ისრაელი-ჰამასის ომი თვეების განმავლობაში გაგრძელდება

15 დეკ 202317:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/15/o36gss4xt17bnzh.jpg

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, ისრაელი-ჰამასის ომი თვეების განმავლობაში გაგრძელდება.

ამასთან, სალივანი ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომ თითქოს აშშ ისრაელზე ზეწოლას ახდენს, რათა მიმდინარე ომის ფაზა რამდენიმე კვირაში დაასრულოს. მისი თქმით, შეერთებული შტატები ისრაელს არ კარნახობს, რა უნდა გააკეთოს.

"თეთრ სახლს ჰქონდა ძალიან კარგი დისკუსიები კონფლიქტის ვადებსა და შემდგომ ეტაპებზე გადასვლაზე, მაგრამ ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ ვინმეს ვუთხრათ: თქვენ უნდა გააკეთოთ ეს, ან არ უნდა გააკეთოთ ეს", - ამბობს სალივანი.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა