logo
ENG



სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რეანიმაციაში რჩებიან - მარინა ეზუგბაია

29 აპრ 202010:40
3 წუთის საკითხავი
 

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ კლინიკაში მოთავსებული სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა - ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა აღნიშნა, მათ გართულებული პნევმონია აქვთ. 

„ჩვენს ცენტრში არის 42 დადასტურებული შემთხვევა - გამოჯანმრთელებულია 63, გუშინ სამ პაციენტთან მივიღეთ უარყოფითი ტესტი და დატოვეს კლინიკა. უმეტესობის მდგომაროება საშუალო და მსუბუქია. სამი პაციენტი განიხილება, როგორც მძიმე. მოზარდების რაოდენობაა 11 - მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იმედია, მალე დავიწყებთ მათ ტესტირებას. ამ ეტაპზე ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.

"გუშინ ამ დროისთვის გვქონდა 511 - დაგვემატა 6 ახალი, არის 517 დადასტურებული შემთხვევა. ახალი პაციენტებიდან 1 არის თეთრიწყარო, 3 არის ბოლნისის კლასტერიდან და ორის წყარო უცნობია. დაგვემატა 12 გამოჯანმრთელებული - პირველადაა ამხელა სხვაობა. ამ მონაცემებს თუ შევაჯერებთ, დღეს მკურნალობს 349 პაციენტი. რაც შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს - დაემატება ის, რაც გახდება საჭირო და ჩატარდება კვლევა", - აცხადებს მარინა ეზუგბაია.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული - აქედან 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 პაციენტი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. 


close დახურვა